Today - 26 Nov
Vip
HRBP / HR Lead
Tbilisi, Didi Digomi, Nestan-Darejan st.
Application information
Email: hrbp@zoomart.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Human resources
HR Analytics, HR Administration, HR management - Industry / Field: Retail
Retail - Seniority level: Senior-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 5 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Human resources
HR Analytics, HR Administration, HR management - Industry / Field(Mandatory):Retail
Retail - Seniority level: Senior-Level
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ზოომარტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: HRBP / HR Lead
როლის მიზანი
HRBP / HR Lead გააძლიერებს ზოომარტის HR ფუნქციას. ააწყობს სისტემებს, რომლებიც კომპანიის ზრდას მიჰყვება და უზრუნველყოფს HR პროცესების უწყვეტობას. როლი მოიაზრებს სტრატეგიულ მიმართულებას, მათ შორის ტრენინგისა და განვითარების მიმართულების კოორდინაციასა და წარმართვას, ასევე ოპერაციულ ჩართულობას HR პროცესებში. პოზიცია უშუალოდ ექვემდებარება გენერალურ დირექტორს.
HR სისტემების აწყობა და განვითარება
პროექტი - მოსალოდნელი შედეგი
- სახელფასო გრეიდინგის სისტემა - პოზიციების დონეები და სახელფასო ბიუჯეტი
- ერთიანი შეფასების კრიტერიუმები და შეფასების პროცესი - შეფასების ერთიანი მეთოდოლოგია და ტალანტის განვითარების პროცესები
- 2027 წლის აღმასრულებელი გუნდის KPI - HR მხარდაჭერა KPI-ების ფორმულირებასა და გაზომვის მექანიზმში
- ტრენინგისა და განვითარების მიმართულება - სასწავლო პროგრამების დაგეგმვა და კოორდინაცია; ტრენერებისა და Learning სპეციალისტების შერჩევა და მართვა
- შრომის ინსპექციის მოთხოვნები - კომპანიის შესაბამისობაში მოყვანა შრომის ინსპექციის მოთხოვნებთან
- შინაგანაწესი - საჭირო ცვლილებების განსაზღვრა და დანერგვა
- 1C-ის HR ფუნქციები - HR პროცესების აღრიცხვა 1C-ში (ხელფასები, შვებულებები, ტაბელები); მოთხოვნების მომზადება, ტესტირება და self-HR-დან გადასვლა
HR ოპერაციები და მხარდაჭერა
- HR რეპორტინგი: საშტატო და ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის აღრიცხვა; მუდმივად განახლებადი რეპორტი
- Payroll მხარდაჭერა და HR დოკუმენტაცია: ტაბელები, შვებულებები, მივლინებები, შრომითი ხელშეკრულებები და პერსონალის საქმეები
- ბექაფი HR გუნდისთვის: კოლეგის არყოფნის პერიოდში მისი მიმდინარე საქმეებისა და პროცესების გაძღოლა
მოთხოვნები
ვეძებთ ფართო პროფილის სპეციალისტს, რომელიც თანაბრად კარგად ართმევს თავს ოპერაციულ და სისტემურ საკითხებს.
გამოცდილება და განათლება
- უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, სამართალი ან მონათესავე სფერო)
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება HR მიმართულებით, მათ შორის HR BP ან HR მენეჯერის როლში
- სასურველია გამოცდილება საცალო ვაჭრობის ან FMCG-ის მრავალფილიალიან ქსელში
- დამატებით უპირატესობად ჩაითვლება ტრენინგისა და განვითარების (L&D) ფუნქციის კოორდინაციის ან მართვის გამოცდილება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომის ინსპექციის მოთხოვნების სიღრმისეული ცოდნა
- Payroll-ის პროცესის მართვის გამოცდილება
- სახელფასო გრეიდინგის, შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემების (Performance Management) და წახალისების/ანაზღაურების KPI-ზე დაფუძნებული მოდელების ცოდნა
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა და კონფიდენციალურობის სტანდარტების დაცვის გამოცდილება
- უპირატესობაა 1C-ის ან სხვა ERP სისტემის HR ფუნქციებთან მუშაობის გამოცდილება
უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები
- HR პროცესების ნულიდან დანერგვისა და დოკუმენტირების (SOP / შიდა წესების შემუშავების) უნარი
- ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- განვითარებაზე ორიენტირებულობა და შედეგზე ფოკუსირება
- მაღალი თვითორგანიზებულობა, დროის ეფექტიანი მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა
- სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან, პროექტის მონაწილეებსა და გარე პარტნიორებთან ეფექტიანი კოორდინაციის, მართვისა და კომუნიკაციის უნარი
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი)
სამუშაო გარემო და შესაძლებლობები
- დინამიკურად მზარდი კომპანია, სადაც შესაძლებელია HR მიმართულებისა და სისტემების თითქმის ნულიდან ფორმირება
- გადაწყვეტილების მიღების მოქნილი პროცესი და მაღალი ავტონომია, რაც პირდაპირ აისახება შედეგებზე
- მენეჯმენტის მზაობა და მხარდაჭერა ცვლილებების დანერგვაში
- კონკურენტული ანაზღაურება
- საბონუსე სისტემა
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი 09:30-18:00; მოკლე პარასკევი 09:30-15:00
- სამუშაო ადგილმდებარეობა: ნესტან-დარეჯანის ქუჩა N31, თბილისი
განაცხადი: CV-ს გამოგზავნა hrbp@zoomart.ge
Human resources
HR Analytics,
HR Administration,
HR management
Views
Unique views
