ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი W8Shipping Georgia
მივლინება: არა
ენები: რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
W 8 Shipping Georgia  აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ბელიაშვილის 138
სამუშაო გრაფიკი: სრული - ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე

ძირითადი მოვალეობები:
  • პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
  • ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
  • გადარიცხვების განხორციელება;
  • ბუღალტრული გატარებების გაკეთება საოპერაციო პროგრამაში; 
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დეკლარაციების მომზადებასა და გადასახადების დაანგარიშებაში მონაწილეობის მიღება;
  • სხვადასხვა დეპარტამენტთან კომუნიკაცია და მათგან საჭირო ფინანსური ინფორმაციის მიღება;
  • ბუღალტრის ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საბუღალტრო დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადები, ფაქტურები RS.ge-ზე);
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
  • რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა

უნარები:
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური მუშაობა;
  • კომუნიკაბელური, ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geinfo@w8shippingge.com სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.