შპს ,,AWARD’’ აცხადებს ბუღალტრის ვაკანსიას.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: დარიცხული 2250 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება;
- RS-ზე ზედნადებისა და ფაქტურების გამოწერა/ატვირთვა;
- ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და პროგრამაში ასახვა;
- ოპერაციების შესრულება;
- დებიტორ - კრედიტორებთან ურთიერთშედარებების წარმოება;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში ჩართულობა;
პროფესიული მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე და საბუღალტრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel, Oris);
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 08/05/2024.
გისურვებთ წარმატებას!