მიმტანი

თბილისი სრული განაკვეთი იტალიური კაფე
ენები: ინგლისური, რუსული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი

იტალიური კაფე აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სტუმრების დახვედრა, შეკვეთის მიღება და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად;
  • მენიუს სრულყოფილი ცოდნა;
  • სტუმრებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და მენიუში არსებული პროდუქციის შეთავაზება;
  • ანგარიშსწორების წარმოება;
  • სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში ხელმძღვანელისათვის დროულად ინფორმაციის მიწოდება;
  • ინვენტარის გაფრთხილება და შესაბამისი სტანდარტების დაცვა;
  • ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: cafe.hr.cafe@gmail.com და გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!