საყოფაცხოვრებო მიმართულების რეალიზიაციის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
სხვა: სხვა

შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა, აცხადებს ვაკანსიას საყოფაცხოვრებო მიმართულების რეალიზიაციის მენეჯერი პოზიციაზე.

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

  • სტრუქტურული ერთეულის მუშაობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი კომერციული ციკლის შესაბამისად;
  • დარიცხვების ორგანიზება და მიმდინარეობის კონტროლი;
  • შემოსავლების კონტროლი;
  • “მარცხენა ხაზების“ გამოვლენა.
  • პლანშეტით აღრიცხვის კვანძისა და ქსელის სურათის გადაღება, ჩვენების დაფიქსირება, მონაცემების პლანშეტში შეყვანა და მონაცემთა ბაზაში ასახვა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების მიერ შესასრულებელი სამუშაოების კონტროლი;
  • საყოფაცხოვრებო სექტორში ახალი მომხმარებლების გამოვლენის კუთხით შესასრულებელი სამუშაოების კონტროლი;
  • დავალიანებების მქონე მომხმარებლებთან ურთიერთობა;
  • თანამშრომლების მიერ დაფიქსირებული, უბნებში მომხდარი წყლის ან საკანალიზაციო დაზიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სადისპეჩერო დეპარტამენტისთვის;
  • შემოსულ კორესპონდენციაზე დადგენილ ვადებში რეაგირებაზე კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია წყალმომარაგება, წყალარინების მიმართულებით);
  • არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე, ანალოგიურ სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • სამუშაოს დაგეგმვის, დელეგირების და დროის ეფექტურად განაწილების უნარი, გამართული კომუნიკაციის უნარი, სტრესულ სიტუაციასთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2019 წლის 15 ნოემბრისა

“Subjet”-ის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ „კომპანიამ“ დაამუშავოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.