უნივერსალური ელექტრიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი მისტერ მასტერი
ხელფასი: 1400 - 1800
მართვის მოწმობა: B
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ელექტრიკოსი

კომპანია „მისტერ მასტერი“ აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ელექტრიკოსის პოზიციაზე:

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობის „B” - კატეგორია;
  • საკუთარი ავტომობილის ქონა;

ზოგადი მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • თავაზიანობა /კოლეგიალურობა;


უნივერსალური ელექტიკოსის ძირითადი სამუშაო სპეციფიკა:

  • ჭაღი/ბრა/ამსტრონგის სანათის დემონტაჟი/მონტაჟი/გადაკეთება დიოდურ ნათებაზე;
  • ჩამრთველის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
  • ელ.ავტომატის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
  • ელ.სადენის მოჭიმვა, ღია/დახურული გაყვანილობა;
  • დაზიანებული მონაკვეთის პოვნა/აღდგენა.( ე.წ. „პრაზვონკა“);
  • სენსორული განათების მონტაჟი;
  • დენის მრიცხველის ერთფაზა/სამფაზა დემონტაჟი/მონტაჟი;
  • ფაზის გადაადგილება;
  • ცენტრალური ელ.ფარის აწყობა;
  • გენერატორის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;


ჩვენ გთავაზობთ:

  • ხელზე ასაღებ ანაზღაურებას 1400 – 1800 ლარს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;



თუ თვლით, რომ თქვენი ცოდნა და გამოცდილება შეესაბამება სამუშაოს სპეციფიკას, გამოგვიზავნეთ რეზიუმე მისამართზე HR@mrmaster.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე 09:00 საათიდან 21:00 საათამდე - (032) 2 404 404.

ჩვენი მისამართია: ვაკე-საბურთალოს რაიონი, ანნა პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას ქ.) ქუჩა #6


„მისტერ მასტერის“ საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge .


„მისტერ მასტერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ !