ვაიზერი ფოთში

ფოთი სრული განაკვეთი ბევრილი ჯგუფი
ხელფასი: 700
გაყიდვები: სუპერვაიზერი

შპს „ბევრილი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ვაიზერის პოზიციაზე ქ. ფოთში.

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • ორგანიზატორული უნარჩვევები;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • სხარტი აზროვნება;
  • დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საფირმო მაღაზიათა ქსელის ყოველდღიური, შეუფერხებელი მუშაობის, დისციპლინისა და წესრიგის უზრუნველყოფა.
  • უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება საფირმო მაღაზიათა ქსელის მუშაობის პროცესში წამოჭრილი პრობლემის შესახებ.
  • თანამშრომელთა მომსახურების პროცესის და მუშაობის ხარისხის ყოველდღიური მონიტორინგი.
  • საფირმო მაღაზიათა ქსელში სსიპ სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ დაწესებული სტანდარტების (ჰიგიენური ნორმების, ქართული ანოტაციისა და ა.შ.) დაცვაზე ყოველდღიური ზრუნვა და კონტროლი.
  • საფირმო მაღაზიათა ქსელის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნის დაყენება უშუალო ხელმძღვანელთან.
  • საფირმო მაღაზიათა ქსელის მუშაობის პროცესისთვის აუცილებელი ნივთების მარაგისა და ტექნიკური მოწყობილობების გამართული მუშაობის კონტროლი.~
  • ყოველდღიურ საქმიანობაში მაქსიმალური ზრუნვა კომპანიის აქტივებისა ქონების დაცვაზე, მის განკარგულებაში არსებული რესურსების კეთილგონივრული გამოყენება.
  • მაღაზიათა ქსელის უსაფრთხოებისკენ მიმართული ღონისძიებების ყოველდღიური კონტროლი.
  • მაღაზიათა ქსელში განთავსებული პროდუქციის ვარგისიანობის ვადის კონტროლი.
  • უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელმაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს კომპანიის რეპუტაციაზე.
  • თანამშრომელთა არასამუშაო დღეების, სამუშაო საათებისა და შესვენების საათების განრიგის დადგენა და კონტროლი.
  • კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან გაცემული სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.
  • საჭიროებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საკუთარი ავტომობილი ( B კატეგორიის მართვის მოწმობა)

ანაზღაურება : 700 ლარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გადმოაგზავნონ CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: amiran@bevrili.ge და მიუთითოთ ვაკანსიის სახელი,

ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 595 03 54 10.