სასტუმრო KMM აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:
განყოფილება: გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტი
ანგარიშვალდებულება: გენერალური მენეჯერი
სამუშაო პროცესის მოკლე აღწერა:
- სასტუმროს გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და მართვა. გაყიდვებთან დაკავშირებული აქტივობების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელების კონტროლი ბიზნესის სრული მიზნების გათვალისწინებით.
- სასტუმროს შემოსავლის გაზრდის მიზნით კორპორატიული კონტაქების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმოება.
- უზრუნველყოს გენერალური მენეჯერის დახმარება და რჩევები სასტუმროს გაყიდვების საკითხებთან დაკავშირებით, დაიცვას კორპორატიული სტანდარტები და სასტუმროს იმიჯი.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სტრატეგიული გეგმის გააზრებით და გათვალისწინებით გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება (გრძელვადიანი, კვარტალური);
- სასტუმროს ცნობადობის მატებასა და ბაზარზე კონკურენტულ მუშაობაზე ზრუნვა (სხვადასხვა სახის სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა ან/და მონაწილეობის მიღება);
- ბაზრისა და კონკურენტების გაანალიზებით ფასთა სისტემის შემუშავება-მართვა, წამახალისებელი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება, რათა მიღწეული იყოს ოთახების დაკავებულობის სათანადო მაჩვენებელი;
- იყოს სეზონურობის და სხვა გარე ფაქტორების საქმის კურსში, რომლებიც გავლენას ახდენენ ბიზნესზე და შესაბამისად დაგეგმოს მიზანმიმართული აქტივობები;
- პოტენციური მომხმარებლებისა და სამიზნე ჯგუფის ეფექტიანად განსაზღვრა;
- ახალი პროდუტების შექმნა და მათი პოპულარიზება;
- სტუმრების კმაყოფილების შეფასება და გამოვლენილ შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;
- სასტუმროს ჯავშნების მართვა და სისტემური აღრიცხვა;
- ჯავშნებთან დაკავშირებით პრობლემურ საკითხებზე მყისიერი რეაგირება;
- გეგმიური ანგარიშების მომზადება/წარდგენა;
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული;
- დროის მართვის უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- მოწესრიგებული, ორგანიზებული;
- სტრატეგიული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
- სიახლეებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მივლინებებისადმი მზაობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ტურიზმის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა (წერა, მეტყველება);
- MS Office-ის, ინტერნეტის საძიებო სისტემების და სატუმროს მართვის პროგრამული უზრუნველყოფის კარგი ცოდნა;
სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტეხის I შესახვევი, მეფსალმუნე დავით მეფის ქ. № 10
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე დანამატი (ანაზღაურების ფიქსირებული ნაწილი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის გათვალისწინებით)
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00 (ორშაბათი-პარასკევი);
დაინტერესებულ პირებს, ვისი უნარები და გამოცდილება შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ 2019 წლის 21 დეკემბრამდე, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kmm.ge წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
სასტუმრო KMM გისურვებთ წარმატებას!