ფინანსური ანალიტიკოსი საგურამოში

მცხეთა სრული განაკვეთი ქართული ლუდის კომპანია
ხელფასი: 1500 - 2000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური ანალიტიკოსი

სს „ქართული ლუდის კომპანია“, ლუდსახარში ზედაზენი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სს „ქართული ლუდის კომპანია“ არის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც აღჭურვილია ევროპული წარმოების ყველაზე თანამედროვე ტექნიკით.

ადგილმდებარეობა:მცხეთა, სოფ. საგურამო.

სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • ფინანსური ანგარიშგებების მომზადებასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება;
  • წლიური და კვარტალური ბიუჯეტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;
  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი;
  • აქტიური მონაწილეობის მიღება გარე აუდიტის პროცესში;
  • კომპანიის ბიზნეს-პროცესების დახვეწაში მონაწილეობის მიღება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ფინანსების / ბიზნესის ადმინისტრირების / ეკონომიკის განხრით);
  • კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა - MS Excel, PPT, და სხვა;
  • სასურველია ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე ან აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ACCA-ს სტუდენტობა და პირველი დონის სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ძლიერი ლოგიკური, მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ახალ გარემოსთან ადაპტირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაცია, ხარისხი და სიზუსტე;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.

ჩვენს კომპანიაში მუშაობის უპირატესობები:

  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • გუნდური სამუშაო გარემო;
  • სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებთან ურთიერთობა.

სავარაუდო ანაზღაურება: 1500-დან 2000 ლარამდე გადასახადების გარეშე, (კვალიფიკაციის შესაბამისად).

თანამშრომლების პაკეტი, ასევე, მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას, ტრანსპორტირებას დიდუბიდან სამუშაო ადგილამდე (ტრანსპორტირების დრო: 20 წთ).

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე finance@geobeer.ge-ზე. მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად (ფინანსური ანალიტიკოსი). მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. აპლიკაციების განხილვა მოხდება რეზიუმეების მიღების პარალელურ რეჟიმში.