მრეცხავი

თბილისი სრული განაკვეთი Rooms Hotel Tbilisi
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ჭურჭლის მრეცხავი

სასტუმრო „რუმს თბილისი“ აცხადებს ვაკანსიას მრეცხავის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა: იზრუნოს სამზარეულოში სისუფთავის შენარჩუნებაზე, მოაწესრიგოს სამზარეულოს ყველა ინვენტარი და შეასრულოს პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობები.

ძირითადი მოვალეობები:

  • გარეცხოს სამზარეულოს ყველა ინვენტარი (ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სხვა.) დეტალებზე ყურადღების გამახვილებით;
  • დაიცვას ინსტრუქციები (სანაგვე ყუთის დაცლა, ჭიქების რეცხვა და ა.შ.), რათა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის მზადყოფნა მომავალი მომსახურებისათვის;
  • ფლობდეს ინფორმაციას ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ;
  • სწორად გამოიყენოს სარეცხი მოწყობილობები;
  • უზრუნველყოს მუშაობისთვის სარეცხი საშუალების საჭირო რაოდენობის კონტროლი;
  • დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამრეცხაოს ზედამხედველს ნებისმიერი გაუგებრობისა და პრობლემის შესახებ;
  • დაიცვას და უზრუნველყოს სისუფთავე სამუშაო ადგილას;
  • უზრუნველყოს ყველა მასალის კარგ მდგომარეობაში შენახვა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად.

საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • გამართულად საუბარი ქართულ ენაზე;
  • ფიზიკური გამძლეობა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ზოგადი:

  • იცოდეს და დაიცვას ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ყველა ზომა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 6 აპრილამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.tbilisi@roomshotels.com.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.