მოლარე-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი გინზა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე

ცნობილი საბავშვო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე სავაჭრო ცენტრში.


ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შესახებ.
  • ეფექტური კომუნიკაცია მყიდველთან მისი საჭიროებების გამოვლენის მიზნით, პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა
  • სალარო აპარატთან და/ან ტერმინალთან მუშაობა
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან ინფორმაციის დროული გაცვლა;
  • პროდუქციის განთავსება თაროებზე, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
  • მარაგების ყოველდღიური აღწერა და კონტროლი


ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა (Microsoft office)
  • სასურველია მოლარის ან გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
  • საცალო ვაჭრობის ძირითადი პრინციპების ცოდნა



უნარები:

  • გამართული მეტყველება
  • პრეზენტაბელური გარეგნობა
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი
  • გუნდურობა
  • ორგანიზებულობა
  • კომუნიკაბელურობა
  • პუნქტუალურობა


მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს თავაზიანი, ენერგიული, მოწესრიგებული და შეეძლოს დატვირთულ/სტრესულ სამუშაო რეჟიმში მუშაობა.

სამუშაო განრიგი: 2 კვირიანი ცვლები 10:00-22:00, თვეში 15 სამუშაო დღე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV (აუცილებლად სურათით) შემდეგ მისამართზე: t.malazonia@ginza.global და "საგანში" (subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება მოლარე-კონსულტანტი.