ტექნიკური ინჟინერი

თბილისი სრული განაკვეთი Unix Development
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება: უბნის ზედამხედველი/პრარაბი

Unix- ეს არის სამშენებლო დეველოპერული კომპანია, რომელიც 2015 წლიდან ქართულ ბაზარზე სხვადასხვა სექტორში ოპერირებს. Unix-ი აშენებს თანამედროვე საცხოვრებელ, სასტუმრო და ინდუსტრიულ შენობებს, როგორიცაა, მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ყავის ქარხანა "მეამა", მაღალტექნოლოგიური სასტუმრო თბილისის ცენტრში და "ფრანგული უბნის" საცხოვრებელი კომპლექსი გლდანში. ჩვენს კომპანიაში 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. Unix-ში ჩვენ ვანგრევთ სტერეოტიპებს ძველმოდურ მშენებლობებზე. ხარისხიანი მასალების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით ვამკვიდრებთ ცხოვრების ახალ სტილს.

Unix- იწყებს ახალ პროექტს რომლის ფარგლებშიც ვქმნით საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროს ქართულ ბრენდს. პირველი 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია:

ლოკაცია: ზურაბ ჟვანიას მოედანი (ყოფილი გაგარინი).

სამუშაო აღწერა:

  • სასტუმროს, მიმდინარე სარეკონსტრუქციო პროექტის ფარგლებში, საინჟინრო კომუნიკაციების მონტაჟის მონიტორინგი, პროექტის შესაბამისობაში მოყვანა;
  • საინჟინრო კომუნიკაციების მემონტაჟე კონტრაქტორების სამუშაოს კონტროლი;
  • ტექნიკური პერსონალის მუშაობის მონიტორინგი;
  • მუშაობის პროცესში წარმოქმნილი შეფერხებებზე დროულად და სათანადო წესით რეაგირება, დეფექტების აღმოფხვრა ტექნიკური ჯგუფის დახმარებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი საინჟინრო-ტექნიკური განათლება;
  • აღნიშნულ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია პროგრამა AutoCAD-ის ცოდნა;
  • რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

ანაზღაურება: ფიქსირებული, მზარდი ინდივიდუალური განვითარების და კვალიფიკაციის მიხედვით.

თუ თვლით რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებთ და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

  • სასტუმროს გახსნის შემდგომ მთავარი ინჟინრის პოზიციაზე მუშაობას;
  • სამუშაოს სწრაფად მზარდ კომპანიაში;
  • კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დედლაინი: 18.06.2020

ელ. ფოსტა: hr@unix.ge

ვებსაიტი: http://www.unix.ge

აპლიკანტებმა გამოაგზავნეთ CV-ი ზემოთ აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე და აღწერილობაში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ტექნიკური ინჟინერი".