IT სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ავერსის კლინიკა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ინფორმაციული ტექნოლოგიები: IT სპეციალისტი

შ.პ.ს. „ავერსის კლინიკა“ აცხადებს IT სპეციალისტის ვაკანსიას.

დასახელება: IT სპეციალისტი

თარიღი: 22.05.2020 - 31.05.2020

ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის ობიექტებში კომპიუტერული ქსელის, კომპიუტერული ტექნიკის, ციფრული კამერების, სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობის მონტაჟი, გამართვა, კონფიგურირება.
  • ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა.
  • თანამშრომლების მხარდაჭერა სხვადასხვა ტიპის ტექნიკური და პროგრამული პრობლემების მოგვარებაში (მათ შორის სატელეფონო).

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებათა განხრით.
  • კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა.
  • კომპიუტერის ტექნიკური მხარეების ცოდნა.
  • ოპერაციული სისტემების ცოდნა.
  • პროგრამების ინსტალაციის ცოდნა.
  • პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება.
  • სწრაფად ათვისების უნარი და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ქართული, ინგლისური(სასურველია) და რუსული(სასურველია) ენების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრუნული ფოსტით მისამართზე: hr_clinic@aversi.ge

ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი წერილის სათაურში(Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება IT სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 31.05.2020.