მარკეტინგის მენეჯერი საერთაშორისო სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანიისთვის

თბილისი სრული განაკვეთი HH Recruitment
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ანალიტიკოსი (მარკეტინგი), ზოგადი მარკეტინგი, ინტერნეტ მარკეტინგი, სავაჭრო მარკეტინგი, მარკეტინგის კონსალტინგი, ტელემარკეტინგი, მარკეტინგის მენეჯერი

HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანიისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

  • მარკეტინგული სტრატეგიების და პოლიტიკის შემუშავება;
  • არსებული ბაზრის კვლევა, პროდუქტზე მოთხოვნილების და მომხმარებლების კმაყოფილების დონის განსაზღვრა;
  • ბაზრის ახალი მიმართულებების და პროდუქტების განვითარება;
  • ბიუჯეტის შედგენის და შესრულების უზრუნველყოფა;
  • მიმდინარე მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა და კოორდინირება;
  • პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმებული „დედლაინების“ კონტროლი;
  • გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე შესაკვეთი მარაგების განსაზღვრა და შეკვეთის პროცესში მონაწილეობა;
  • რეპორტინგის წარმოება და ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან, ფინანსურ დეპარტამეტთან და სხვა კომპეტენტურ პირებთან;

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება მარკეტინგის/PR/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის, ტრეიდ მარკეტინგის ან ბრენდ-მენეჯერის პოზიციაზე სავაჭრო/სადისტრიბუციო/რითეილ სფეროში;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ფლობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე - recruitment7@hh.ge