ვებ-გვერდის კონტენტ კრეატორი

თბილისი სრული განაკვეთი პსპ ფარმა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია „პსპ ფარმა“ დროებითი პროექტისთვის აცხადებს ვაკანსიას ვებ-გვერდის კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროდუქტის აღწერების შესახებ ინფორმაციის მოძიება პროდუქტის მწარმოებლის ოფიციალურ ციფრულ პლატფორმებზე ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე;
  • პროდუქტის მონაცემების გადამოწმება მწარმოებლის ოფიციალური ციფრულ პლატფორმებზე (მაგ. მწარმოებლის ვებსაიტები);
  • აღწერის ტექსტის ადაპტაცია PSP-ს ვებსაიტის ტექსტის სტრუქტურის შესაბამისად;
  • აღწერის შინაარსის შენარჩუნება;
  • პროდუქტების კატეგორიებისთვის ახალი ტექსტის შემუშავება საჭიროების შემთხვევაში (მთავარი გვერდი, კატეგორიები და ა.შ.);
  • კონტენტის შექმნის პროცესში SEO-ს პრინციპების გათვალისწინება; 
  • ტექსტის რედაქტორთან და პროექტის მენეჯერთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • დასრულებული ტექსტის ელ. კომერციის პლატფორმაზე განთავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისურ ან/და რუსულ ენაზე გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ვებ საიტზე განსათავსებელი ტექსტის შექმნის ან ადაპტაციის გამოცდილება;
  • ონლაინ წყაროებიდან ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარი;
  • სასურველია გამოცდილება CMS-პლატფორმებთან (მაგ. WordPress, Shopify) 

უნარები და პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის და ვადების დაცვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი   შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის  11 ივლისი