სექციის სუპერვაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი Gtex
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური
გაყიდვები: სუპერვაიზერი

შპს ,,ჯითექსი“ აცხადებს ვაკანსიას სექციის სუპერვაიზერის პოზიციაზე

კომპანია ,,ჯითექსი“ 14 წელია რაც ბაზარზე არსებობს და აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, OVS, Enzahome, Terranova, Matalan, English Home.

პოზიციის მიზანი: მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და გაყიდვების გაზრდის მიზნით, დარბაზზე მუდმივი ორიენტაცია და კონსულტანტების გუნდის ეფექტურად მართვა.

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს საკმარისი გამოცდილება, მენეჯერული უნარ-ჩვევები და ძალიან დიდი მოტივაცია აქტიურად ჩაერთოს მაღაზიის დარბაზის პროცესებში და უზრუნველყოს შემდეგი მიმართულებების მართვა:

დარბაზი და ლოჯისტიკა

  • დარბაზის მუდმივი შევსებისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა
  • ფასების, ფასდაკლებებისა და ეტიკეტების შესაბამისობის კონტროლი
  • დასაწყობება და საწყობის პერიოდულად მოწესრიგების უზრუნველყოფა
  • ბრენდის ვიზუალის მიერ მოწოდებული სტანდარტების მიხედვით დარბაზში ახალი და ფასდაკლებული კოლექციის განლაგების უზრუნველყოფა
  • კოლექციის მიღების პროცესების მართვა და შესაბამისი გუნდის კოორდინირებულად მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;
  • მიღებული საქონლის ინვენტარიზაციაში აქტიური ჩართულობა;
  • გასაგზავნი/მიღებული ტრანსფერის მარაგის მომზადება.

გაყიდვები და სერვისი

  • თანამშრომლების მხრიდან მომხმარებელთან კომუნიკაციის კონტროლი
  • მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა შესაბამისი სერვისის/გაყიდვების ტექნიკების საშუალებით;

მართვა და ადმინისტრირება

  • გუნდის დატრეინინგების უზრუნველყოფა (პროდუქციის, მომსახურების, მერჩენდაიზინგის სტანდარტების გაცნობა);
  • გუნდის მოტივირება და მხარდაჭერა საერთო მიზნის მისაღწევად;
  • გუნდის მართვა და ყოველდღიური დავალებების სათანადოდ დელეგირება;
  • ჩექლისტის საფუძველზე მაღაზიის ყოველდღიური კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატი:

  • აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში
  • აუცილებელია მაღაზიაში მსგავს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მაგ.სექციის მენეჯერი, დეპარტამენტის მენეჯერი, ვიზუალ მერჩენდაიზერი, სუპერვაიზერი)
  • აუცილებელია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო, გამოყენების დონეზე (Ms Word, Excel );
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე) ;
  • სასურველია უმაღლესი განათლება.

მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს იმ ღირებულებების მატარებელი, რასაც იზიარებს კომპანიის გუნდი:

  • ერთმანეთის მხარდაჭერა;
  • ურთიერთპატივისცემა და კეთილგანწყობა;
  • სიახლეებისადმი ღიაობა;
  • ინიციატივის გამოჩენა და იდეების ღიად გაზიარება;
  • შრომისმოყვარეობა;
  • მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა;
  • მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება.

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, სრული
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ვაკანსიით დაინტერესებულებმა, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gtex.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ,,სუპერვაიზერი”.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 10/08/2020 წ.

წარმატებებს გისურვებთ!