აღმასრულებელი დირექტორი

თბილისი სრული განაკვეთი კახური ტრადიციული მეღვინეობა
ენები: ინგლისური, რუსული
TOP მენეჯმენტი: აღმასრულებელი დირექტორი(CEO)

„აგრო ბიზნეს საბჭო“ აცხადებს ვაკანსიას „ აღმასრულებელი დირექტორის“ პოზიციაზე.


მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მენეჯერული უნარ-ჩვევები;
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ფუქნცია-მოვალეობები:

  • ბიზნეს განვითარების გეგმების შემუშავება და განხორციელების მონიტორინგი;
  • პროდუქციის სამიზნე ბაზრების კვლევა;
  • მეწარმეებთან კომუნიკაცია და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • სასოფლო სამეურნეო ღირებულების ჯაჭვების მოთამაშეების იდენტიფიცირება, დაწყებული პირველადი მწარმოებლებიდან და დამთავრებული საბოლოო მომხმარებლებით.
  • ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელობასთან;
  • პროექტების მსვლელობის მონიტორინგი;
  • პროექტებში ჩართულ ყველა ორგანოსთან ეფექტიანი კომუნიკაცია;
  • მენეჯმენტთან პროექტის პროგრესის შესახებ ანგარიშგება;
  • პროექტის ფარგლებში საქმიანობის დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება;
  • საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;
  • საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;

უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • დროის სწორი მენეჯმენტი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის და განხორციელების უნარები;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 20 დეკემბერი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსისს დასახელება „აღმასრულებელი დირექტორი“. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.