პროექტის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სამშენებლო კომპანია
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამშენებლო პროექტების მართვა

სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.


ფუნქციები და მოვალეობები:

  • პროექტის ზედამხედველობა
  • პროექტების მიმდინარეობისას ცვლილებების საჭიროების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი;
  • მშენებლობის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (წყალმომარაგება, წყალარინება, კანალიზაცია, ვენტილაცია, ელექტროობა , სუსტი დენები და სხვ.) წარმომადგენლებთან
  • საინჟინრო კომუნალური და ტექნოლოგიური სისტემების ზედამხედველობა და გამოსაყენებელი მასალების პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დამოწმება და კონტროლი;
  • სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებაში მონაწილეობის მიღება
  • მშენებლობის (სარემონტო სამუშაოებს) პროცესის დაგეგმვა
  • შესრულებული სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა / ანალიზი;
  • საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა-დამუშავება, მოცულობების ამოკრება და შესყიდვების გეგმის შედგენა;
  • მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების (ოქმები, აქტები) შედგენაში მონაწილეობა და მათი საზედამხედველო სამსახურში დადგენილი წესით და ვადებში წარდგენა/რეგისტრირება/კონტროლი;
  • სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.
  • დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრების და ა.შ) შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა;
  • ფორმა 2 წარმოება;
  • პროექტის მიღება -ჩაბარების პროცესის მართვა;
  • პროექტის განხორციელების პროცესში საჭირო საბუთების წარმოების და შესაბამისი პირებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა
  • გამოყოფილი მასალების, შრომითი და სხვა რესურსების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველყოფა.
  • კონტრაქტორების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გეგმა-გრაფიკის და ხარისხის კონტროლი.




საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სამშენებლო ნორმების და წესების ცოდნა;




პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუდური მუშაობის უნარი;



თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ან საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ელ. მისამართზე: vacancy.info.mc@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.