ობიექტის ზედამხედველ-ინსპექტორი რეგიონებში

ამბროლაური, ბათუმი, ბოლნისი, გარდაბანი, ვანი, ლენტეხი, მარნეული, მესტია, ონი, საგარეჯო, სამტრედია, ქობულეთი, ქუთაისი, ცაგერი, ხულო სრული განაკვეთი სამეცნიერო,საპროექტო-ტექნოლოგიური საწარმო ინდუსტრია
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 5 - 7 წლამდე მართვის მოწმობა: B
სამშენებლო, უძრავი ქონება: ინჟინერი-არქიტექტორი, მშენებლობა(ზოგადი), უბნის ზედამხედველი/პრარაბი

საზედამხედველო-სამშენებლო კომპანია ეძებს ობიექტის ზედამხედველ ინსპექტორს (ინჟინერ-მშენებელი)

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება: ინჟინერ-მშენებელი
  • სამშენებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა;
  • სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ცოდნა;
  • სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
  • მართვის მოწმობა;

ძირითადი მოვალეობები:

  • ობიექტის ყოველდღიური მონიტორინგი და სამშენებლო სამუშაოების კონტროლი; მშენებლობის მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების/დეფექტების დაფიქსირება და რეაგირება;
  • შესრულებული სამუშაოების პროექტთან და ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • ობიექტზე შემოტანილი მასალების, ნაკეთობების, კონსტრუქციების პროექტთან და ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • მშენებლობის გრაფიკის კონტროლი;
  • შესრულების აქტების შემოწმება/დადასტურება;
  • ობიექტზე მიმდინარე ცვლილებების შესწავლა და დამუშავება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • შესასრულებელ სამუშაოზე, დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ობიექტები მდებარეობს რეგიონებში (როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში).

სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: info@icm.ge