ნაშთების ანალიტიკოსი საწყობში

თბილისი სრული განაკვეთი Carrefour Georgia
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მარაგების მართვა
„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
„კარფურის“ მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის  უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.   
„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. 

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ნაშთების კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითდი მოვალეობები:
  • საწყობში პროგრამული გატარებების კონტროლი და ანალიზი
  • არასწორი გატარებების იდენტიფიკაცია და გასწორება
  • ყოველდღიური ინვენტარიზაციების პროგრამაში შეყვანა, აღრიცხვა და ანალიზი
  • მაღაზიასა და საწყობს შორის მჭიდრო კომუნიკაციის წარმართვა - პროდუქციის დისტრიბუციასთან დაკავშირებით არსებული ცდომილებების იდენტიფიკაცია და მათი აღმოფხვრა.
  • მაღაზიებთან ერთად პრობლემური შეკვეთების განხილვა, საწყობში გადამოწმება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება-შესრულება
  • გენერალური ინვენტარიზაციების დაგეგმვა, აღრიცხვა და ანალიზი
  • საწყობის ნაშთებთან დაკავშირებით პერიოდული გეგმიური რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა

მოთხოვნები:
  • Excel-ის ცოდნა - მაღალ დონეზე
  • ინგლისური ენა - მინიმუმ B1 დონეზე
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
  • სასურველია ლოჯისტიკის/ოპერაციების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • მათემატიკური აზროვნება, ანალიტიკური ორგანიზებულობა, გუნდურობა, მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com      წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ნაშთების კონტროლის სპეციალისტი“ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!