შპს ,,AWARD’’ აცხადებს უფროსი არქიტექტორის ვაკანსიას.
პოზიციის დასახელება: უფროსი არქიტექტორი
ორგანიზაცია: შპს „AWARD”
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი, მარი ბროსეს ქ. N2
სამუშაოს ტიპი:სრული განაკვეთი
ანაზღაურება:1500 ლარი
მოვალეობები:
- სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების დაგეგმარება და დაპროექტება; (ძირითადი ობიექტები წარმოადგენს გამწვანებული ტერიტორების დაგეგმარება პროექტირებას)
- მუშა ნახაზების შექმნა;
- საშემსრულებლო ნახაზების მომზადება;
- მომზადებული დიზაინის/პროექტის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში მისი კორექტირება;
- არქიტექტურულ დიზაინთან და მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;
- განსახორციელებელი პროექტების შესახებ შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკება;
- პროექტის ფარგლებში ტექნიკური საკითხების მართვა;
პროფესიული მოთხოვნები:
- პროფესიული კომპიუტერული პროგრამების: ArchiCAD, AutoCad, Lumion და ა.შ ფლობა. Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს პორტფოლიო და CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: k.esebua@award.ge შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 15/02/2023
გისურვებთ წარმატებას!