ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე

თბილისი სრული განაკვეთი ელემენტ კონსტრაქშენი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება: მშენებლობა(ზოგადი)
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა.  კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი. 
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.  
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს:  www.ec.ge 
 
„ელემენტ კონსტრაქშენი “აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის (მშენებელ-ინჟინერი) პოზიციაზე. 
 სამუშაო განაკვეთი: სრული 
სამუშაო ადგილი: თბილისი 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • შედგენილი ხარჯთაღრიცხვების დეტალური ანალიზი; 
  • საპროექტო ნახაზებისა და შესრულებული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, სამუშაოთა კალენდარული გრაფიკის მომზადება; 
  • სატენდერო/საპროექტო დოკუმენტების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება; 
  • პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონიტორინგი; 
  • ობიექტებზე განსახორციელებელი და არსებული სამუშაოების ერთიანი სტანდარტის ჩამოყალიბება, მუდმივი განახლება; 
  • რისკების დროული იდენტიფიცირება; 
  • პროექტში არსებული ტექნიკური საკითხების მონიტორინგი და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება; 
  • არსებული ტექნიკური პრობლემური საკითხების ოპტიმალურად გაუმჯობესების სპეციფიკაციის მომზადება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება; 
  • პროექტების მიმდინარეობისას ცვლილებების საჭიროების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი;  
  • სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;  
  • პროექტის მენეჯერთან, მშენებლობის მენეჯერთან და პროექტში ჩართულ სხვა პირებთან ერთობლივი მუშაობა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი);  
  • სამშენებლო სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • MS Office - ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 
 
უნარ-ჩვევები: 
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე; 
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; 
  • ინიციატივიანობა; 
  • სიახლეებთან სწრაფად ადაპტირების უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი. 
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); 
  • FitPass; 
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; 
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს; 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. 
 
 დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge  2023 წლის 16  თებერვლამდე. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
 
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსტრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით. 
 გისურვებთ წარმატებებს!