კომპანია: Skyhi – IT აუთსორსინგი და კონსალტინგი
პოზიცია: IT მხარდაჭერის დეპარტამენტი, Junior IT support specialist
ვინ ვართ ჩვენ?
ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც 2014 წლიდან დღემდე შეძლო ყველაზე დიდი პორტფელის შექმნა IT აუთსორსინგის სერვისებში.
200-ზე მეტი დამკვეთი მოიცავს სააფთიაქო ქსელებს, სასტუმროებს, სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს, უცხოური კომპანიების წარმომადგენლობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვა.
სქაიჰაი მთელი საქართველოს მასშტაბით 5000-ზე მეტ საბოლოო მომხმარებელს უწევს სერვისებს.
ვის ვეძებთ?
Skyhi ეძებს ადამიანს რომელიც გააძლიერებს ჩვენს გუნდს, ჯუნიორ აიტი მხარდაჭერის სპეციალისტს, რომელსაც სურს დაიწყოს კარიერა აიტი მიმართულებით და აქვს სურვილი:
- განვითარდეს უფრო სწრაფად, ვიდრე საშუალო სტატისტიკური აიტი
- უახლოეს ერთ წელიწადში აიღოს რამდენიმე (1 ან 3 ) საერთაშორისო სერტიფიკატი, Microsoft, Google, CompTIA, Bitdefender, 3CX and etc;
- მკაფიოდ ხედავდეს საკუთარ მომავალს გრძელვადიან და მოკლევადიან პერსპექტივაში;
- იმუშაოს გამოცდილი ადამიანების გვერდით, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს;
- ეამაყებოდეს ორგანიზაცია სადაც მუშაობს და საქმე რომელსაც აკეთებს.
რა გამოგარჩევს?
- თუ გიყვარს ტექნოლოგიები, გაქვს მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება და იცი შემდეგი მიმართულებები:
- E-mail (Microsoft Outlook, G-suite, Office 365)
- Printers and scanners
- IP phones
- Operating systems (Windows, MacOS)
- Wi-Fi
- Domain user Setup
- Antivirus
- Computer Hardware
რა უნდა გააკეთო?
- ინციდენტების გადაწყვეტა დისტანციური არხებით
- კლიენტის ოფისში ტექნიკური ამოცანების განხორციელება
- მომხმარებლების დაკვალიანება და ინსტრუქტირება
- საკითხების შესაბამისად ესკალაცია
- კოლეგებთან კოორდინაცია და ინფორმაციის გაზიარება
- გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია
რა დაგჭირდება?
- ინგლისური ან რუსული ენის კარგად ცოდნა;
- მონდომება და საკუთარ თავზე მუშაობა
რით გაგახარებთ?
დასვენება, გართობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საქმე და მიზნებზე ორიენტირება, ამიტომ ჩვენთან გელოდებათ:
- სუპერ მეგობრული გუნდი;
- ხალისიანი ურთიერთობები;
- საინტერესო თავგადასავლები;
შერჩევის ეტაპები:
- საკუთარი ცოდნის შეფასება ონლაინ კითხვარით
- ონლაინ ტესტირება
- პირისპირ ინტერვიუ
- კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება
სამუშაო გრაფიკი და ადგილი:
- ცვლადი - კვირაში სამუშაო საათების რაოდენობა არ აღემატება 40 საათს.
- ოფისი - დადიანის გამზირი #7
ასევე ისარგებლებთ ულიმიტო სასაუბრო დროით და ინტერნეტით;
P.S. ყველა საერთაშორისო გამოცდას და ტრენინგს ვაფინანსებთ ჩვენ.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@skyhi.ge
ან ჩვენი ფეისბუქ გვერდის პირად შეტყობინებაში: https://www.facebook.com/SkyHiLLC/
ჩვენი გუნდის სახელით გისურვებ წარმატებებს!