ტექნიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი Carrefour Georgia
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენერგეტიკა: ტექნიკოსი (ენერგეტიკა)
"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე."კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფურის" უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიაში არსებული ელექტრო-ტექნიკური სისტემების/დანადგარების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი;
  • ტექნიკური სამუშაოები: სამღებრო, სანტექნიკა,ელექტროობა,;
  • გათბობა-გაგრილების სისტემების, სტრატეგიული დანადგარების კონტროლი,
  • ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დროული აღმოფხვრა;
  • ხელმძღვანელის მიერ ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში;
  • სასურველია 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • სასურველია სანტექნიკური სამუშაოებისა და სამღებრო სამუშაოების გამოცდილება;
  • გათბობა-გაგრილების სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • აუცილებელია ელექტროობის საბაზისო ცოდნა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com, წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკოსი - თბილისი". გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ან გადადით მითითებულ ბმულზე და მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი: https://docs.google.com/forms/d/1OkuI8yU1cjvpF2V6KqPT8TA3fuEbOVdwH0PSyv10PN0/edit
ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებას!