betlive.club ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ასევე მომხმარებლებისთვის.
betlive.club აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ფინანსური ანალიტიკოსი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
- ახალი პროდუქტების მომგებიანობის დათვლა და ანალიზი;
- კომპანიების ფინანსური და სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
- ფინანსური რისკების შეფასება, ანალიზი;
- სხვადასხვა ტიპის ანალიტიკური რეპორტების მომზადება ყოველთვიურად;
- პროექტების ფინანსური მოდელების მომზადება;
- მონაცემების შეგროვება და ანალიზი სხვადასხვა ანგარიშების მოსამზადებლად;
- სხვა საჭირო რეპორტების მომზადება ხელმძღვანელებთან წარსადგენად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
- ACC-ის პირველი დონეს ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- ფინანსური აღრიცხვა, ფინანსური ანალიზი;
- საოფისე პროგრამები, Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება, კარგი კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობა.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@betlive.club და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.