ს.ს. „ენერგონი“ (ჰიდროენერგეტიკული სამშენებლო კომპანია 1956 წლიდან) აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
ძირითადი მოთხოვნები:
energony.ge
facebook
- პროექტის გუნდის და რესურსების ფორმირება, ბიუჯეტის დაგეგმვა (ხარჯთაღრიცხვის და სამუშაოს ვადების გრაფიკების მომზადება და პერიოდული განახლება)
- პროექტში შესატანი ან შესული ცვლილებების დათვლა და ანალიზი, ანგარიშების მომზადება
- პროექტის მართვა კომპანიის ინტერესების შესაბამისად. მართვის პროცესში დანაზოგების გაკეთების ან დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობებზე აქცენტირება ხელშეკრულების და ტექნიკური მოთხოვნების ფარგლებში.
- პროექტის დაგეგმილი გრაფიკის და ბიუჯეტის მიხედვით სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა
- პროექტის შესრულების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა
- პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
- პროექტის ფარგლებში საჭირო ნებართვების მოპოვებაში მონაწილეობის მიღება (საჭირო ინფორმაციის მოძიება მოკვლევა მიწოდება)
- ტექნიკური დავალებები გაწერა ტენდერების ან მომწოდებელების შერჩევის მიზნით
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა (სწორი დავალებების მიცემა, რეგულარული უკუკავშირი, მოტივაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა. წარმატებული თანამშრომლების დაწინაურების და წახალისების ინიცირება/უზრუნველყოფა)
- პროექტის მსვლელობისას დროის, ხარჯებისა და სამუშაოს შესრულების მონიტორინგის შუალედური შედეგების განხილვა და შუალედური შესრულებების სერტიფიკატების წარმოება
- მიმდინარე პროცესში წარმოშობილი პრობლემების გადაჭრა
- პროექტის ფარგლებში სასაქონლო მატერიალურ მარაგებზე და კომპანიის ძირითად საშუალებებზე პასუხისმგებლობა
- პროექტის ზედამხედველებისათვის და დამკვეთისათვის ანგარიშების მომზადება/რევიზია და სხვა ნებისმიერი მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიწოდება დადგენილ ვადებში
- პროექტისთვის საჭირო ძირითადი და სახარჯო მასალების დროული შეკვეთა და პროექტისთვის მიწოდების უზრუნველყოფა
- პროექტის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხების კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ტექნიკური მიმართულებით)
- სავალდებულოა პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება
- ენერგო ინფრასტრუქტურული მშენებლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ნახაზების და ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვა და ანალიზი
- პროექტის მართვის საფუძვლების ცოდნა
- საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel; Power Point; Outlook; MS Project) ცოდნა
- რუსული და ინგლისური ენის (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი) მაღალ დონეზე ცოდნა. ტექნიკური დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
energony.ge
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე vacancy@energony.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 18 თებერვალი 2023 წელი
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს „ენერგონმა““ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 2 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს „ენერგონმა““ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 2 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი განიხილოს სხვა პოზიციაზეც.