ნექსთ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ბათუმში პოზიციაზე: არქიტექტორი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის განათლება (არქიტექტორის ან ნებისმიერი საინჟინრო ქსელების სპეციალისტის კვალიფიკაციით);
- სავალდებულოა არქიტექტურულ და საინჟინრო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Autocad, Archicad;
- სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Revit, Lumion, Photoshop, Illustrator, SketchUp;
- სავალდებულოა უცხო ენების (ინგლისური, ან რუსული) ფლობა.
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა.
- შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება.
აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები:
- ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
- პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
- დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი.
ხელფასი შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: roma@nextgroup.ge