სამშენებლო კომპანია შპს "არეა ენთერფრაისის" აცხადებს მშენებლობის ზედამხედველის ვაკანსიას.
ანაზღაურება - 2000 ლარი
განრიგი: ორშ - შაბ. 09:00 სთ 18:00 სთ
ანაზღაურება - 2000 ლარი
განრიგი: ორშ - შაბ. 09:00 სთ 18:00 სთ
სამუშაო აღწერილობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საპროექტო დოკუმენტაციის და შესრულებული სამუშაოების შესწავლა
- სამშენებლო ობიექტზე დამკვეთის წარმომადგენლობა და კონტაქტის შესაბამისად მოქმედება
- სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა საპროექტო დოკუმენტაციის, მშენებლობის ნებართვის შესაბამისად
- სამუშაოების პროგრესის კონტროლი
- შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი
- შესაძლო ტექნიკური რისკების შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირება
- შესრულებული სამუშაოების მიღება-დადასტურება; მათი მოცულობების გადამოწმება და დადასტურება
- პროექტის მსვლელობისას გეგმისგან შესაძლო გადახვევის შესახებ ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება და ალტერნატიული გადაწყვეტილების შეთავაზება;
- სხვადასხვა მშენებლობის თანმდევი დოკუმენტაციის წარმოება
- პერიოდული ანგარიშების მომზადება
- სამშენებლო პროექტების ზედამხედველობა, მისი დასაწყისიდან დასრულებამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო, არქიტექტურის მიმართულებით);
- სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- მშენებლობის ზედამხედველობის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- სასურველია რუსულის საშუალო დონეზე ცოდნა
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა (Word/Excel/Powerpoint)
- კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა; ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
- ლოგიკური აზროვნება; პრობლემების გადაჭრის უნარი;
- საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი, კონფლიქტებისა და დავების რაციონალური გადაწყვეტის უნარი, დატვირთულ და სტრესულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე : vacancy@areaenterprises.ge