საწყობის გამგე

გორი სრული განაკვეთი ბეღელი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
ბეღელი აცხადებს ვაკანსიას საწყობის გამგის პოზიციაზე

 

ფუნქცია-მოვალეობები : 
  • პროდუქციის მიღება, მითვლა, დახარისხება და დასაწყობება;
  • საწყობში არსებული პროდუქციის გადაადგილება;
  • საწყობის ყოველთვიური  აღწერა;
  • პროდუქციის განთავსება მიზნობრივად განსაზღვრულ სივრცეში;
  • პროდუქციის გარეგანი იერსახის კონტროლი და დაზიანებული პროდუქტის მოხსნა
  • პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი გაცემა/მიღების პროცესების ზუსტი     აღრიცხვა და წარმოება.
  • დაცლა-დატვირთვების კონტროლი; 
  • სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების  ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა

უნარ-ჩვევები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დასახული ამოცანების დროულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

სამუშაო ადგილი: ქ. გორი, სურსათის მაღაზიათა ქსელი  ~ბეღელი~

ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

სამუშაო გრაფიკი: სტადარტული- კვირაში 40 საათი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე -makrineamiranashvili@gmail.com  

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება “საწყობის გამგე“.

გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შესაძლოა დამუშავდეს სხვა ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5  წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.