რუსთავის მეტალურგიული ქარხანა "რუსთავის ფოლადი" აცხადებს ვაკანსიას მეზუმფარეს პოზიციაზე.
ქარხანა დღეს წარმატებით ფუნქციონირებს და მრავალი სახეობის პროდუქციას აწარმოებს, რომელთა შორისაა: არმატურა, უნაკერო მილები, კვადრატული ნამზადი, თუჯის სხმულები, ლითონკონსტრუქციები, მექანიკური დეტალები, ფასონური სხმულები, გრანულირებული წიდა, სილიკომანგანუმი, კირი და კირქვა.
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ახორციელებს ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნების, აშშ-ს, რუსეთის და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე, ასევე მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში.
ძირითადი მოვალეობები:
- დასამუშავებელი მასალის, სახეხი რგოლების ძირითადი ტიპები და მარკების განსაზღვრა.
- მარტივი და ხშირად განმეორებადი დეტალების რაციონალური ხეხვის რეჟიმის განსაზღვრა.
- სახეხი ქარგოლების ცვეთის გამოვლენა და მათი შეცვლა.
- ყოველი სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ სამუშაო ადგილის დასუფთავება და წესრიგში მოყვანა.
- ტექნოლოგიურ, თანამდებობრივ, ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ინსტრუქციების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნა:
- სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
დამატებითი ინფორმაცია:
- ყოველ დღე 08:00-17:00; კვირაში 2 დღე დასვენება
- კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით და ჯანმრთელობის დაზღვევით
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოეხმაუროთ აღნიშნულ ვაკანსიას ელ.ფოსტაზე: rustavispoladi.hr@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 577209618