საზედამხედველო-სამშენებლო კომპანია ეძებს ობიექტის ზედამხედველ ინსპექტორს (ინჟინერ-მშენებელი)
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება: ინჟინერ-მშენებელი
- სამშენებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
- არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა;
- სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ცოდნა;
- სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
- მართვის მოწმობა;
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტის ყოველდღიური მონიტორინგი და სამშენებლო სამუშაოების კონტროლი; მშენებლობის მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების/დეფექტების დაფიქსირება და რეაგირება;
- შესრულებული სამუშაოების პროექტთან და ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
- ობიექტზე შემოტანილი მასალების, ნაკეთობების, კონსტრუქციების პროექტთან და ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
- მშენებლობის გრაფიკის კონტროლი;
- შესრულების აქტების შემოწმება/დადასტურება;
- ობიექტზე მიმდინარე ცვლილებების შესწავლა და დამუშავება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- შესასრულებელ სამუშაოზე, დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ობიექტები მდებარეობს რეგიონებში (როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში).
სამუშაო განაკვეთი: სრული
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: info@icm.ge