შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას შერჩევის მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა
- ქსელის პერსონალის შერჩევა/დაქირავების დაგეგმვა და სრული ციკლის ორგანიზება და მართვა
- შერჩევა/დაქირავებისთვის საჭირო დოკუმენტაციის უზრუნველყოფა
- ახალი თანამშრომლის ადაპტაციის პროცესში ჩართულობა და მონიტორინგი;
- კანდიდატთა ბაზების მომზადება/წარდგენა
- დღიური რეპორტების წარმოება საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან
- შერჩევისა და ტალანტების განვითარების კუთხით HR ინიციატივებისა და სისტემების შემუშავება და განხორციელების მხარდაჭერა;
- საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებისთვის შესაბამისი ტრეინინგის ინიცირება, შეთანხმება და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
- დეპარტამენტში მიმდინარე სხვა პროექტებში ჩართულობა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი(სოციალური მეცნიერებები, ბიზნეს ადმინისტრირება)
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- კომუნიკაბელურობა
- ორგანიზებულობა
- პრეზენტაბელურობა
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
- სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ვარკეთილის მეურნეობა, სათავო ოფისი
- ანაზღაურება შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- მეგობრულ გუნდს
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@gvirila.com.ge გთხოვთ, წერილის სათაურში(ubject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.