საწყობის მიმღები

ფოთი სრული განაკვეთი ნიკორა ტრეიდი
მივლინება: არა ხელფასი: 750 +ბონუსი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტისა" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 400-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე. 
 
კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს  
გვერდს  https://nikorasupermarket.ge/ge/%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98 
 
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღების პოზიციაზე ქ. ფოთში 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  •   სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან - 750 ლარს + ბონუსი; 
  •  ტრანსპორტირების დაფინანსებას; 
  •  კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას; 
  •  მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს. 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  •   ფილიალში შემოსული პროდუქციის მიღება და დასაწყობება FIFO-ს წესებისა და ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინებით; 
  •  ფილიალის საწყობში არსებული პროდუქციის ვადებისა და მარაგების რეგულარული კონტროლი; 
  •  ფილიალის საწყობში არსებული პროდუქციის ვადების კონტროლი; 
  •  ფილიალში მიმდინარე აღწერაში მონაწილეობა; 
  •  საჭიროების შემთხვევაში, ფილიალის სივრცის პროდუქციით მომარაგება. 
 
გახდი ჩვენი გუნდის წევრი. 
 
გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: nlolua@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "საწყობის მიმღები". 
 ან გადადი ლინკზე და დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია:   https://forms.gle/DEzVpVyvfbbjSkoE8  
 
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. 
 გისურვებთ წარმატებას!