სანტექნიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი Gino Paradise
მივლინება: არა
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: სანტექნიკა სამშენებლო, უძრავი ქონება: სანტექნიკური სამუშაოები
„Gino Paradise” მულტიფუნქციური, გასართობი - სპორტულ - გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც  აკვაპარკს, სპა და ველნეს სივრცეს, ფიტნეს დარბაზს, კვების რამდენიმე ობიექტსა და მინი სასტუმროს აერთიანებს.
“Gino Paradise” 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, ოთხივე სეზონზე მასპინძლობს დასვენების, გართობისა და გაჯანსაღების მსურველებს. ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, ხოლო ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აკვაპარკია.

„Gino Paradise” აცხადებს ვაკანსიას სანტექნიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • გაყვანილობების, სველი წერტილების გამართულად  მუშაობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი
  • ონკანის, უნიტაზის, ნიჟარის, აბაზანისა და საშხაპე კაბინების  დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
  • სუფთა წყლის/კანალიზაციის შიდა წერტილის შექმნა
  • მილების გაწმენდა
  • სისტემატიურად პერიოდული შემოვლების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი  გამოცდილება  
  •  სასურველია აუზებთან მუშაობის  გამოცდილება

საჭირო პიროვნული უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლიანობა
  • ორგანიზებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ  კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge  
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!