გაყიდვების მენეჯერი/პრისელერი

თბილისი სრული განაკვეთი სადისტრიბუციო კომპანია იმპორტიორი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 2000
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: A, B
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი, პრისელერი
სადისტრიბუციო კომპანია "იმპორტიორი" საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტების იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში, რომელიც აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (პრისელერის) პოზიციაზე თბილისში.

განრიგი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-18:00;
ანაზღაურება: ფიქს + ბონუსი (საშუალოდ 1000-2000)

ძირითადი მოვალეობები:
  • სავაჭრო ობიექტებში შეკვეთების გაფორმება
  • პორტფელში არსებული ყველა პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია
  • მერჩენდაიზინგის წარმოება (გაყიდვების წარმოება)
  • პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა
  • კომპანიის არსებული სავაჭრო ქსელის მართვა
  • ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება
  • სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა
  • მომხმარებლების თავაზიანად მომსახურება

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სასურველია
  • დისტრიბუციაში, გაყიდვებში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია
  • მართვის მოწმობა B ან A კატეგორიის ქონა სასურველია
  • საკუთარი ავტომობილი სასურველია ან კომპანიისგან გადმოგეცემათ სარგებლობაში მოპედი

პიროვნული უნარები და თვისებები:
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მიზანდასახულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ მისამართზე: georgianimporter@gmail.com. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს (გაყიდვების მენეჯერი (პრისელერი) შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 598 737 737

მადლობა დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!