მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ 7 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებელს სთავაზობს შერეული სახის პროდუქციას, როგორც საკვებს, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიას, საოჯახო დეკორს, ტექსტილს და ა.შ .
დღეისათვის კომპანია ფლობს 5 ფილიალს თბილისსა და რუსთავში.
მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ ახალი ფილიალების გახსნასთან დაკავშირებით აცხადებს ვაკანსიას ცენტრალიზებული მენეჯერის პოზიციაზე.
დღეისათვის კომპანია ფლობს 5 ფილიალს თბილისსა და რუსთავში.
მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ ახალი ფილიალების გახსნასთან დაკავშირებით აცხადებს ვაკანსიას ცენტრალიზებული მენეჯერის პოზიციაზე.
გვესაჭიროება: პასუხისმგებლიანი, გონიერი, სწრაფი, ენერგიული და გაწონასწორებული გუნდის წევრი.
ფუნქცია მოვალეობები:
საწყობის სასაქონლო მარაგების მართვა;
ძირითადი მოთხოვნები:
- საწყობის მუშაობის ოპერატიული ხელმძღვანელობა;
- საწყობის მუშაობის და მისი შედეგების გაანალიზება;
- საწყობის მუშაობის ორგანიზება, ბრძანებების, დამტკიცებული სტანდარტებისა და ტექნოლოგიური ინსტრუქციების შესაბამისად;
- საწყობის ტექნიკური დოკუმენტაციის და ნებართვების არსებობის უზრუნველყოფა;
- საწყობის მუშაობის კონტროლი-დამტკიცებული გეგმების და გრაფიკების განხორციელება;
- საწყობის პერსონალის საჭიროება დაგეგმვის პერიოდში;
- მაღაზიის გეგმიური და არაგეგმური ინვენტარიზაციის, შემოწმების და საკონტროლო გადაანგარიშების ჩატარებისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა;
- გუნდური მუშაობის ყოველდღიური დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
- პერსონალის სამუშაო დროის გრაფიკის (მოქნილი გრაფიკით მომუშავე პერსონალისთვის) შედგენა;
- სახსრების მიღების, აღრიცხვის, გაცემისა და შენახვის ოპერაციების შესრულება;
საწყობის სასაქონლო მარაგების მართვა;
- სასაწყობო სამუშაოების დატვირთვა-ჩამოტვირთვის ორგანიზება;
- საქონლის შეკვეთა და საქონლის მოძრაობის აღრიცხვის პროგრამაში ასახვა;
- სავაჭრო-მატერიალური ფასეულობების მთლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასეთი ღირებულებების შენახვის ვადის კონტროლი;
- საქონლის მიღება რაოდენობრივად და ხარისხობრივად სკანერისა და 1C პროგრამის გამოყენებით;
- სასაწყობე დანადგარების, ინვენტარისა და ინსტრუმენტების შემოწმება მათი სამუშაო მდგომარეობის შესაბამისად;
- თანამშრომლების მიერ შრომის შინაგანაწესის, შრომის დაცვის ინსტრუქციის წესების დაცვის კონტროლი;
- ელექტრონული ტაბელის წარმოება;
- მაღაზიის საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვა;
- მაკონტროლებელი და ინსპექტირების ორგანოების ყველა მოთხოვის შესრულება, მათი მოთხოვნების შესაბამისად შემოწმებისთვის საჭირო დოკუმენტების წარმოდგენა;
ძირითადი მოთხოვნები:
- სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
- კომუნიკაბელური და მოტივირებული;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დისციპლინირებული და პუნქტუალური;
- რუსული ენის გამართულად ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- მაღალი მოტივაცია და ინტერესი წარმატების მისაღწევად.
მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ფიქს პრაისის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: fixprice.office.hr@gmail.com
მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: fixprice.office.hr@gmail.com
მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!