დისტრიბუტორის დამხმარე

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია ორბიტა
მივლინება: არა ხელფასი: 800
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: B, C
გაყიდვები: დისტრიბუცია
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“, არის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც დაარსდა 1996 წელს და  ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში. 
 შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ არის მსოფლიო და ადგილობრივი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: VIVA, GEMO, MILLENIUM, MARETTI, MYMOTTO, BYOND,  MAESTRO DE OLIVA, IBERICA, TURBO, TADIM, NATURELLA, MOROZOVA, ASTORIA, RYABA. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: WWW.ORBITA.GE 

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“   აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის დამხმარის პოზიციაზე. 
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი 
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი  
ანაზღაურება: 800 ლარი. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • დაეხმაროს დისტრიბუტორს პროდუქციის უსაფრთხოდ და დროული მიწოდებაში სავაჭრო ობიექტებში. 
  • პროდუქციის მითვლა ზედნადებში გაწერილი რაოდენობის მიხედვით 
  • მიწოდებული პროდუქციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ხელმძღვანელისთვის 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება სასურველია 
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია,C კატეგორია)  
  • სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში 
 
პიროვნული თვისებები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება; 
  • პუნქტუალურობა; 
  • დისციპლინირებულობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი;  

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge
სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.  
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით. 

გისურვებთ წარმატებებს !