უცხოენოვანი გაყიდვების მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ალიანს ჯგუფი
მივლინება: არა
ენები: ებრაული, პოლონური, არაბული, თურქული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
"ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უცხოენოვან (ივრითულ/პოლონურ/არაბულ ან თურქულ) გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე 
ვეძებთ მონდომებულ, მიზანსწაფულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დინამიკურ გუნდს. 
ადგილმდებარეობა: 6 მარჯანიშვილის ქ., ბათუმი

ძირითადი მოვალეობები: 
  • პროდუქტის სრულყოფილი ცოდნა; 
  • პოტენციური მომხმარებლისთვის პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი პრეზენტირება; 
  • მომხმარებელთა ბაზების რეგულარული დამუშავება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით; 
  • მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, მათთან აქტიური კომუნიკაცია; 
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა რელევანტურ გამოფენებსა და/ან ვორქშოფებში მონაწილეობის მიიღება; 
  • წინასწარ დადგენილი პერიოდულობით აქტიური რეპორტინგის წარმოება; 
  • სხვადასხვა დეპარტამენტთან კოლაბორაციული თანამშრომლობა; 
 
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები: 
  • მრავალფეროვან ადამიანებთან კომუნიკაციის, ინტერპერსონალური უნარები; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და აქტიურ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობისა და ანალიტიკის უნარი; 
  • მოლაპარაკების უნარი; 
  • ინოვაციური Sales Point-ების შემუშავების უნარი; 
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; 
  • აუცილებელია შემდეგი ენებიდან ერთ-ერთის ფლობა: ივრითული, პოლონური, არაბული ან თურქული; 
  • MS Office პროგრამების სრულყოფილად ცოდნა; 
  • გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 
  • CRM-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • უნიკალურ მულტიფუნქციურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას; 
  • გამორჩეულ სამუშაო გარემოს; 
  • ჯანმრთელობის დაზღევას; 
  • ფიქსირებულ ხელფასთან ერთად, საბონუსე სისტემას. 
 
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: 
  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა; 
  • გასაუბრება. 

გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ 2023 წლის 12 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@alliance.ge და სათაურის ვერში მიუთითოთ შემდეგი: „Sales Manager“. ბოდიშს მოგიხდით არასრულყოფილი უკუკავშირისთვის, ვინაიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.  
გისურვებთ წარმატებას!