სტაჟირება IT Support-ის მიმართულებით

თბილისი სტაჟირება თოდუას კლინიკა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ინფორმაციული ტექნოლოგიები: IT სპეციალისტი

თოდუას კლინიკა აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას IT-Support მიმართულებით.

 

სამუშო გრაფიკი:  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-17:00 (სტუნდეტურ გრაფიკზე ხელშეწყობთ);

სტაჟირება განისაზღვრება 2-3 თვემდე ვადით; სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატი დასაქმდება უმცროსი IT სპეციალისტის პოზიციაზე.



გადამზადების პერიოდში, სტაჟორი პრაქტიკული მაგალითებით შეისწავლის:

  • კომპიუტერული სისტემებისა და ტექნიკის გამართვას;
  • პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაციას, ტექნიკურად გამართვას;
  • ქსელური და კომპიუტერული პრობლემების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრის გზებს;
  • საოფისე პროგრამების ინსტალაციას, ხარვეზის შემთხვევაში, პრობლემის იდენტიფიცირებასა და მის გადაწყვეტას.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მე-3 ან მე-4  კურსის სტუდენტი (ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
  • სასურველია Microsoft Windows ოპერაციის სისტემების ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • მოტივაციისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური  მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!