Account Specialist

თბილისი სრული განაკვეთი EGT Georgia
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი

EGT Georgia უკვე 15 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, რომელიც იზიდავს ამ დარგის ყველაზე კომპეტენტურ სპეციალისტებს. მრავალი წლის განმავლობაში  მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში და ამით თამაშობს საკვანძო როლს საქართველოს სათამაშო ბიზნესში. 

ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან გაზრდასა და განვითარებაზე. 

თუ გსურთ გახდეთ "EGT Georgia"-ს გუნდის წევრი, გაეცანით ვაკანსიას Account specialist  პოზიციაზე. 


სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი 

სრული სამუშაო განაკვეთი:  ორშაბათი-პარასკევი, 09:00 – 18:00  

 

აუცილებელი მოთხოვნები: 

  •  უმაღლესი განათლება: ეკონომიკური, ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი; 
  •  სასურველია გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში; 
  •  სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; 
  •  ოპერატიული, სწრაფი და ენერგიული; 
  •  დისციპლინირებული; 
  •  რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი; 
  •  ლოგიკური აზროვნების უნარი; 
  •  დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი. 

 

ენები: 

  •  ქართული - ძალიან კარგად (ვერბალური / წერითი) 
  •  რუსული - კარგად (ვერბალური / წერითი) 
  •  ინგლისური - კარგად (ვერბალური / წერითი) 

 

კომპიუტერული პროგრამები: 

  • MS Office (სავალდებულოა) 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • აწარმოებს კომუნიკაციას მომხმარებლებთან; 
  • ცნობს და წარადგენს კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტს; 
  • მონაწილეობს სათამაშო აპარატურის შეკვეთის და ექსპორტ/ იმპორტის პროცესებში; 
  • მონაწილეობს საინკასაციო პროცედურების განხორციელებაში; 
  • აწარმოებს მომხმარებლებთან მოლაპარაკებებს საქონლის შეკვეთის, მიწოდების, მომსახურებისა და  გადახდის პირობების შესახებ; 
  • აჯამებს ინფორმაციას კომპანიის მიერ შესრულებული გაყიდვებისა და გაწეული მომსახურების შესახებ და ადგენს შესაბამის ანგარიშგებას; 
  • აგროვებს კლიენტების მონაცემებს (რეკვიზიტებს, სხვა დეტალებს) და უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას სხვა დეპარტამენტებისთვის; 
  • უზრუნველყოფს ყველა საჭირო საანგარიშო და სხვა სამუშაო დოკუმენტაციის დროულად და საიმედოდ შესრულებას; 
  • უზრუნველყოფს კომერციული საიდუმლოების შენარჩუნებას; 
  • ახორციელებს მისი უშუალო ხელმძღვანელის დამატებით სამსახურეობრივ დავალებებს;  
  • უზრუნველყოფს კაზინოს პერსონალის ტრენინგებს კაზინო მენეჯმენტ სისტემების შესახებ;  
  • ადგენს საჭირო დოკუმენტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 

 

კომპანია გთავაზობთ: 

  • ახალგაზრდა, პროფესიულ, დინამიურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას; 
  • პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანიაში; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს. 

 

CV / რეზიუმე ფოტოსურათით, გამოაგზავნეთ შემდეგ ელ-მისამართზე: career.georgia@egt-bg.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.