ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო Tiflis Palace
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
სასტუმრო Tiflis Palace  აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე
მდებარეობა : თბილისი / სასტუმრო Tiflis Palace 
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი   
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს, 
  • კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას, 
  • კვებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას. 
 
„ტიფლის პალასი“ გახლავთ ბუტიკის ტიპის სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ძველ თბილსში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს „ტიფლის ვერანდას“.  სასტუმრო უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე. 
 
ვის ვეძებთ ჩვენ: ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, ვინც მზად არის ახალი გამოწვევებისთვით და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს; 
  • ბუღალტრული აღრიცხვის  ცოდნა ( ACCA ჩაითვლება უპირატესად) 
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის საბაზო დონეზე  ცოდნა 
  • საოფისე და საბუღალტრო პროგრამების სრულყოფილად ცოდნა ( Oris, Excell) 
  • შემოსავლების სამსახურის პორტალზე Rs.ge ზე მუშაობის გამოცდილება  
  • არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება  
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი  
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი  
 
მოვალეობები: 
  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება; 
  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები,მიღება-ჩაბარების აქტები),წარმოება და დაარქივება. 
  • ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, მარაგების, და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების,  (მათ შორის ჩამოწერის აქტები), მათი დროული და სწორად აღრიცხვის  კონტროლი; 
  • საგადასახადო პორტალთან RS.GE მუშაობა, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება -გამოწერა; 
  • სხვადასხვა ანგარიშგებების მომზადება კომპანიის შიდა მოთხოვნების შესაბამისად.  
  • ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება. 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე: i.kozmava@gloria.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 
გისურვებთ წარმატებას!