„დრესაპ ჯგუფი“ 28 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Tommy Jeans, Lacoste, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas, CK და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 60-მდე მაღაზიით: თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე სათაო ოფისში:
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
სამუშაო პირობები:
ფუნქციები და მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

- შემოქმედებითი სამუშაო გარემო;
- კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
- იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
- მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- „ფიტპასის“ მომსახურება;
- კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 – 18:30 სთ ან 10:00-19:00 სთ (1 სთ შესვენება);
- ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილების შესაბამისად;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
ფუნქციები და მოვალეობები:
- კომპანიის ელ. კომერციის პლატფორმის მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
- მარკეტინგული პროექტების/აქტივობების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, მართვა და რეპორტინგი;
- კონკურენტული გარემოს შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
- მარკეტინგული კამპანიების შესაბამისად საკომუნიკაციო მასალების მომზადება;
- კომპანიის ციფრული პლატფორმების მართვაში აქტიური მონაწილეობა;
- სოციალური მედია გვერდებისათვის პოსტების მომზადება, განთავსება და კამპანიების გააქტიურება;
- სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებსა და გადაღებების ორგანიზებაში უშუალო ჩართულობა;
- ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია;
- პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებები და შესაბამისი მასალების მიწოდება;
- მეილებისა და SMS-ების გაგზავნა/რეპორტინგი;
- საიტის მარკეტინგის რეპორტის ფორმის შემუშავება;
- სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება ელ. კომერციის პლატფორმაზე მუშაობის გამოცდილებას;
- Ads Manager-ის და სხვა ციფრული მარკეტინგის პლატფორმების ცოდნა;
- სასურველია განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
- ინგლისური ენის B2-C1 დონეზე ცოდნა;
- Ms Office პროგრამების ცოდნა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის/კოორდინირების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- ოპერატიულობა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dressup.ge 2023 წლის 26 მარტის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - მარკეტინგის სპეციალისტი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!