საწყობის და სათადარიგო ნაწილების უმცროსი სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი EGT Georgia
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
კომპანია “EGT Georgia” აცხადებს ვაკანსიას „საწყობის და სათადარიგო ნაწილების უმცროსი სპეციალისტი’’ პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00
განათლება: უმაღლესი განათლება



ძირითადი მოვალეობები:
  • საქონლის მიღება, მდგომარეობის აღწერა და დასაწყობება, სპეციფიკის, ვადების და შენახვის პირობების გათვალისწინებით;
  • საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში და ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
  • საწყობში არსებული პროდუქციის რეგულარული კონტროლი;
  • შეკვეთების გამზადება, მოთხოვნილი პროდუქციის მიხედვით, მისი შეფუთვა და გაგზავნა გაწერილი წესების და ინსტრუქციების გათვალისწინებით;
  • მიღებული, გაცემული და დაბრუნებული პროდუქციის აღრიცხვა.

მოთხოვნები:
  • Microsoft Office (Word, Excel, Outlook) ცოდნა;
  • სასურველია სასაწყობო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების (В კატეგორიის, მექანიკა) მართვის, მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა და მუშაობის უნარი როგორც გუნდში, ასევე დამოუკიდებლად;
  • პრობლემების გაანალიზებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
  • სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ მზარდ ანაზღაურებას;
  • პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სპორტული დარბაზი ადგილზე;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: career-georgia@egt.com სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „საწყობის და სათადარიგო ნაწილების უმცროსი სპეციალისტი’’
ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებებს! აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით