უფროსი გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი არამექს ჯორჯია
მივლინება: არა ხელფასი: 2500 - 3000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი

არამექს ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უფროსი გაყიდვების მენეჯერი


ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტების  მოთხოვნების შესწავლა და საჭიროებიდან გამომდინარე ფასების შეთავაზება;
  • პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
  • ლოჯისტიკურ ციკლთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და შესაბამისი დეპარტამენტისთვის მიწოდება;
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი;
  • რეპორტინგი;
  • გაყიდვების გეგმის შესასრულებლად შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • გაყიდვების გუნდის მართვა და პასუხისმგებლობის აღება თვიური/კვარტლური/წლიური გეგმის შესრულებაზე;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან ლოჯისტიკის მიმართულებით);
  • სატრანსპორტო კომპანიაში, მენეჯერულ პოზიციაზე, მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2  დონეზე ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა(MS Excel, MS Word, MS Outlook).


პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
  • თვითპრეზენტაციის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.


ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებულს+ბონუსი;
  • დინამიურ, პროფესინალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანიაში;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.


სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00-დან 18:00-მდე)

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბოჭორმის ქუჩა 12 ა



დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: nata@aramex.com