შპს ,,ჯითექსი“ აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე ქ. ბათუმში
კომპანია ,,ჯითექსი“ დაარსდა 2007 წელს და უკვე 15 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, Enza home, EnglishHome.
სამუშაო პირობები:
- პოზიცია: სუპერვაიზერი
- სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე.
- სამუშაო ადგილი: Grand Mall, ბათუმი
- სამუშაო გრაფიკი: ცვლები - 10:00 – 19 სთ; 13:00 – 22:00 სთ.
- ხელფასი: 1100 ლარი (NET) ფიქსირებული + ბონუსი.
დარბაზი და ლოჯისტიკა
- დარბაზის მუდმივი შევსებისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა
- ფასების, ფასდაკლებებისა და ეტიკეტების შესაბამისობის კონტროლი
- დასაწყობება და საწყობის პერიოდულად მოწესრიგების უზრუნველყოფა
- ბრენდის ვიზუალის მიერ მოწოდებული სტანდარტების მიხედვით დარბაზში ახალი და ფასდაკლებული კოლექციის განლაგების უზრუნველყოფა
- კოლექციის მიღების პროცესების მართვა და შესაბამისი გუნდის კოორდინირებულად მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი
- მიღებული საქონლის ინვენტარიზაცია, სხვაობების გამოვლენა და მაღაზიის მენეჯერისთვის შესაბამისი ფაილის მიწოდება
- გასაგზავნი/მიღებული ტრანსფერის მარაგის მომზადება (აღწერა)
გაყიდვები და სერვისი
- თანამშრომლების მხრიდან მომხმარებელთან კომუნიკაციის კონტროლი
- მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა შესაბამისი სერვისის/გაყიდვების ტექნიკების საშუალებით
- უკმაყოფილო მომხმარებელთან კომუნიკაციაში აქტიური ჩართვა
მართვა და ადმინისტრირება
- გუნდის დატრეინინგების უზრუნველყოფა (პროდუქციის, მომსახურების, მერჩენდაიზინგის სტანდარტების გაცნობა)
- გუნდის მოტივირება და მხარდაჭერა საერთო მიზნის მისაღწევად
- გუნდის მართვა და ყოველდღიური დავალებების სათანადოდ დელეგირება
- ჩექლისტის საფუძველზე მაღაზიის ყოველდღიური კონტროლი
ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატი:
- აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში (სასურველია, ტექსტილის მიმართულებით);
- აუცილებელია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო, გამოყენების დონეზე (Ms Word, Excel );
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე ;
ვაკანსიით დაინტერესებულებმა, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gtex.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ,,სუპერვაიზერი”.
წარმატებებს გისურვებთ!