კონსულტანტი

ბათუმი ნახევარი განაკვეთი თოლია
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი

შპს „ქართუ - უნივერსალი“ ნაყინის და ნახევრფაბრიკატების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც 1997 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია აწარმოებს  ყველასთვის ცნობილ და  საყვარელ ბრენდებს -  „თოლია“- ს და „კამპარა“ - ს.  
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://tolia.ge/ 

 ყველაზე გემრიელი და მხიარული გუნდი "თოლია" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში. 

 ძირითადი ფუნქციები: 

  • კლიენტების კონსულტირება და მომსახურება; 
  • სალაროსთან და პროგრამასთან მუშაობა; 
  • პროდუქციის მიღება და განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით; 
  • პროდუქციის რეალიზებამდე ვადების მონიტორინგი; 
  • სანაყინე დანადგარების გამართული მუშაობისთვის შესაბამისი პროცედურების დაცვა; 
  • უსაფრთხოების და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; 
  • პროგრამების ცოდნა: MS Excel; 1C თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 
 
სამუშაო პირობები:  
  • ადგილი: სხვადასხვა ობიექტი ბათუმის მასშტაბით; 
  • გრაფიკი: დღეში 6-8 საათი 
  • ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური საათები; 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი 
 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@tolia.ge; სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ქალაქი და პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.  
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. 
თოლია წარმატებებს გისურვებთ!