მომსახურების ცენტრის ტექნიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისი ენერჯი
განათლება: ბაკალავრი
ენერგეტიკა: ტექნიკოსი (ენერგეტიკა)

შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ცენტრის ტექნიკოსის პოზიციაზე;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო /პროფესიული  ან უმაღლესი განათლება;


დამატებითი მოთხოვნები:

  • საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;


ძირითადი მოვალეობები:

  • შენობების გაზმომარაგების ქსელის და მასზე არსებული მოწყობილობების შეუფერხებელი და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ახლად გაზიფიცირებულ ფართებში გაზგაყვანილობის ქსელის, მოწყობილობების პროექტთან შესაბამისობის შემოწმება და გაზის პირველადი ჩართვა;
  • აბონენტებისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება გაზის მოწყობილობებისა და დანადგარების უსაფრთხო გამოყენების შესახებ;
  • აღრიცხვის კვანძისა და გაზის ქსელის შემოწმება, დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება
  • გაზმომარაგების  ქსელზე გაჟონვის აღმოფხვრა;
  • მრიცხველის დემონტაჟი/მონტაჟი, გადალუქვა, გაზს ონკანების შეცვლა/ შეპოხვა;
  • გაზის მეურნეობის ტექნიკური რეგლამენტებისა და   უსაფრთხოების მოთხოვნათა მკაცრი დაცვა;


კონკურსში მონაწილეობისათვის  აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:

  • რეზიუმე ქართულ ენაზე (CV); 


ჩვენ  გთავაზობთ:

  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;


სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი,  09:00-18:00 საათამდე;

სამუშაო ადგილი:  ქ. თბილისი;

ანაზღაურება შეთანხმებით


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე  გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge ან vacancies@te.ge   ( ელ - ფოსტის "subject" ველში  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება); რეზიუმეს  მიღების  ბოლო ვადა:  2023 წლის 12  ოქტომბერი;

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/  ან ჩვენი ოფიციალური  ვებ-გვერდით https://www.te.ge


გისურვებთ წარმატებებს!