პროექტის მენეჯერი

მცხეთა სრული განაკვეთი აი-სი ჰოლდინგი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამშენებლო პროექტების მართვა
ჩვენს შესახებ,
“IC holding “- წარმოადგენს ქართულ ჰოლდინგურ კომპანიას, რომლის საქმიანობა ინდუსტრიულ მშენებლობაში არსებულ ყველა მიმართულებას მოიცავს. ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში, როდესაც ერთი კომპანია აერთიანებს ინდუსტრიულ მშენებლობაში არსებულ ყველა სპექტრს. კომპანია 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და 8 წლიანი არსებობის მანძილზე „Golden Brand”-ის მიერ 3-ჯერ დასახელდა, როგორც #1 კომპანია ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულებით.
კომპანიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://www.ic.ge/ 
„IC holding” -ის საკუთრებაში არსებული კომპანია „ICcompany” ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამშენებლო პროექტის მართვა და ზედამხედველობა მიმდინარე პროცესების;
  • პროექტის ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • პროექტის განხორციელების მონიტორინგი და პერიოდული შეფასების განხორციელება;
  • პროექტის კალენდარული გრაფიკის მომზადება;
  • პროექტის თანამშრომლებზე სამუშაოს გადანაწილება, მათი დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა;
  • პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გზების იდენტიფიცირება და უფლებამოსილების ფარგლებში დროული რეაგირება;
  • პროექტის ბიუჯეტის ოპტიმალური ხარჯვის მონიტორინგი;
  • საწყისი ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი სამსახურისთვის მიწოდება;
  • საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელობასთან პროექტის მიმდინარეობის ეტაპებისა და შესაბამისი შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ზოგადი მენეჯმენტისა და პროექტების მენეჯმენტის ცოდნა;
  • MS office, MS project პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

კომპანია გუნდის ახალ წევრს სთავაზობს:
  • საინტერესო, გამოწვევებით სავსე, ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან ერთად თანამშრომლობას;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევაში ჩართვას;

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 (13:00-14:00 შესვენება)
სამუშაო ადგილმდებარეობა: მცხეთა, ახალუბანი, (ნატახტრის ინდუსტრიული ზონა)
(ტრანპორტირება შეთანხმებით)

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტის მისამართზე; HR@ic.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!