გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Auto Home
მივლინება: არა ხელფასი: 600 +ბონუსი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
ავტომობილების სადილერო კომპანია "Auto Home" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 
 
შესასრულებელი ამოცანები: 
  •  პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო, წერილობითი კომუნიკაცია და კომპანიის სერვისების შეთავაზება; 
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება, არსებული მომსახურების/სერვისის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება; 
  • კლიენტებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა, შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე; 
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა; 
  • გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა; 
  •  გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა. 
 
პიროვნული თვისებები და უნარები: 
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დროის მართვის უნარი. 
 
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • აღნიშნულ პოზიციაზე განიხილებიან სტუდენტები; 
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების MS Excel-ის სამოყვარულო დონეზე ცოდნა. 
 
სამუშაო პირობები: 
  • ანაზღაურება: ხელზე ასაღები 600 ლარი + ბონუსები გაყიდვების მიხედვით (საშუალო ანაზღაურება საწყის ეტაპზე 850-1000 ლარი); 
  • ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი: 10:00-15:00; 
  • ადგილმდებარეობა - თბილისი, დიღმის მასივი. 
 
კომპანია გთავაზობთ: 
  • საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლას; 
  • განმავითარებელ ტრენინგებს; 
  • სიმ ბარათს, ულიმიტო სასაუბრო დროით; 
  • დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას; 
  • უფასო კორპორაციულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ. 
  • კორპორატიულ ღონისძიებებს. 
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: jobsautohome@gmail.com. გთხოვთ,  სათაურის ველში მიუთითოთ თანამდებობა "გაყიდვების მენეჯერი "