COST CONTROL სპეციალისტი

ბათუმი სრული განაკვეთი Ramada Plaza by Wyndham Batumi
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
სასტუმრო ‘’Ramada Plaza by Wyndham Batumi’’ აცხადებს ვაკანსიას COST CONTROL სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა - B1;
  • სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროგრამა Fina-ში სამუშაო გამოცდილება;
  • პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე;

სამსახურეობრივი მოვალეობები: 
  • საკვებისა და სასმელის ღირებულება ეფექტური კონტროლი;
  • საქონლის ყოველდღიური თვითღირებულების კონტროლი;
  • აღწერის დაგეგმვა, შესრულება და დროული აღწერის შედეგების რეპორტინგი;
  • სისტემაში სწორი კალკულაციების შეყვანა და კონტროლი;
  • ყველა სახის ფასდაკლების შემოწმება და შესაბამისი რეპორტის მომზადება;
  • პერსონალის საკვების ღირებულების შემოწმება;
  • ყოველთვიური ხარჯების რეპორტის მომზადება;
  • პასუხისმგებელია შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე მოახდინოს საკვებად უვარგისი მზა პროდუქციის/ნედლეულის ჩამოწერის პროცესების პროგრამული ასახვა;
  • ინვენტარიზაციის პროცესის მართვა/კონტროლი;
  • ინვენტარიზაციის სხვაობის (ზედმეტობა/დანაკლისი) შესაბამის დეპარტამენტთან ანალიზი;

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მოცემულ ელექტრონულ ფოსტაზე: finance@ramadaplazabatumi.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.  დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

სასტუმრო ‘’Ramada Plaza by Wyndham Batumi’’ გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად ელოდება თქვენთან თანამშრომლობას.